TIGed

Switch headers Switch to TIGweb.org

Are you an TIG Member?
Click here to switch to TIGweb.org

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 26 მაისის აქციის დროს განვითარებული მოვლენებისას ერთ-ერთი დაღუპული პირის, ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგად მიღებული დასკვნის გავრცელების შესახებ

2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ამა წლის 26 მაისის აქციის დროს განვითარებული მოვლენებისას ერთ-ერთი დაღუპული პირის, ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგად მიღებული დასკვნა გაავრცელა.

საიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას. დასკვნაში ცალსახად არის მითითებული, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე, რომელიც რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემაში „კურიერი“ 31 მაისს გავრცელდა, გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, არაკორექტული კომენტარები გაკეთდა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერსა“ და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკაში“ გავიდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც მომზადდა ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების სრული უგულებელყოფით. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ ეჭვი იქნა შეტანილი საიას მიუკერძოებლობასა და არა ექსპერტიზის დასკვნის სიზუსტეში.

საია - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, პროფესიულ წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში იღვწის ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის, გახდა არაობიექტური განკიცხვის საგანი როგორც სამთავრობოს სტრუქტურების, ასევე კერძო სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან.

ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გაჟღერებულა არგუმენტირებული განცხადება იმის თაობაზე, თუ რატომ შეაქვს ეჭვი შსს-ს თვით საექსპერტო დასკვნის შინაარსში, რაც ეჭვს ბადებს შსს-ს წარმომადგენლების პროფესიონალიზმსა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე მსგავსი დაუსაბუთებელი თავდასხმა, რათა არ მოხდეს ფართო საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციისა და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ აგორებული ნეგატიური კამპანიის გამო და თანადგომას უცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციას.

იმავდროულად მოვუწოდებთ:

მასმედიის წარმომადგენლებს - კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და ტელეკომპანია „იმედს“, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის ნორმები საინფორმაციო სიუჟეტის მომზადებისას და საჯაროდ ბოდიში მოიხადონ საიას და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ფაქტების დამახინჯებით გაშუქების გამო.

საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ განაახლოს გამოძიება მოქალაქე ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წარმართოს საქმის გამოძიება მიუკერძოებლად და გამოძიების შედეგები აცნობოს საზოგადოებას.


ხელმომწერები:
1. საზოგადოებრივი დამცველი
2. ჯანმრთელი სამყარო
3. არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი
4. მრავალეროვანი საქართველო
5. 21-ე საუკუნე
6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
7. კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის
8. ადამიანის უფლებათა ცენტრი
9. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
10. მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი
11. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსო ცენტრი
12. ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
13. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო
14. ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო
15. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
16. სამართალი და თავისუფლება
17. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
18. საქართველოს პროფკავშირები
19. სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი
20. კავკასიური სახლი
21. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
22. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია

18 people signed the petition

Name Country Date
sopho verdzeuli Georgia Sep 8, 2011
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი Georgia Sep 8, 2011
Nana Patsia Georgia Sep 8, 2011
Simon Papuashvili Georgia Sep 8, 2011
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა Georgia Sep 8, 2011
თეონა აქუბარდია, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი Georgia Sep 8, 2011
საქართველოს ლეგიონი Georgia Sep 8, 2011
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი Georgia Sep 8, 2011
თამარ ხიდაშელი Georgia Sep 9, 2011
Madonna Georgia Sep 9, 2011
david kalandadze Georgia Sep 9, 2011
David Georgia Sep 9, 2011
Association European Studies for Innovative Development of Georgia Georgia Sep 9, 2011
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი Georgia Sep 9, 2011
სტუდენტურ–ახალგაზრდული სათათბირო Georgia Sep 9, 2011
ახალგაზრდული კავშირი "ევროკლუბი" Georgia Sep 9, 2011
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Georgia Sep 10, 2011
Sopio Japaridze Georgia Sep 11, 2011

Reached 0 signatures

Want to tell visitors to your website about this petition? We've got a widget for that! Customize it then paste the code in your site.

Customization

The Code

Preview